ამერიკელი მილიარდელმა ბილ კოჰმა, სასამართლოში ყალბი ღვინის შეძენაზე აღძრული საქმე მოიგო. 76 წლის ბიზნესმენი კერძო კოლექციონერ ენრიკე გრიბერგს ყალბი ღვინის მიყიდვაში ადანაშაულებდა.
სასამართლომ ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ენრიკე გრიბერს ღვინის ფალსიფიცირების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
სასამართლომ გრიბერგი დამნაშავედ სცნო და სასჯელის სახით 350 ათასი დოლარი და კონპენსაციის სახით 26 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა.
ბიზნესმენმა კერძო კოლექციონერიდან 2669 ბოთლი ღვინო შეიძინა, რომლის მთლიანი ჯამი 3,5 მლნ დოლარს შეადგენს. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ შესყიდული ბოთლებიდან 24 ყალბი იყო.