იაპონიაში მიეს პრეფექტურაში დამზადებული, მსოფლიოში ყველაზე გრძელ მარგალიტის ყელსაბამს საზოგადოებას 16 აპრილს წარუდგენენ. აღნიშნული ყელსაბამი ჯერ კიდევ 2010 წელს დამზადდა, თუმცა მისი გამოფენაზე გატანა მხოლოდ ახლა დაიგეგმა.
მარგალიტის ყელსაბამის სიგრძე 222 მეტრია და ის 20 კილოგრამს იწონის. ყველაზე გრძელი მარგალიტის ყელსაბამის შესაქმნელად 28 ათასი მარგალიტი დაიხარჯა, რომელიც მიეს მოსახლეობამ და ტურისტებმა სანაპიროზე 3 თვეში მოაგროვეს.
ამ დრომდე მსოფლიოში ყველაზე გრძელი მარგალიტის ყელსაბამის სიგრძე 187 მეტრს შეადგენდა.