ჩინეთის ჰენანის პროვინციაში, „ფრინველის გრიპის" H7N9-ის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით 51 მსგავსი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა.
გავრცელებული ინფორმაციით აღნიშნული ვირუსით 11 ადამიანი დაიღუპა. H7N9 ვირუსის გავრცელების წყარო, მხოლოდ შინაური ფრინველია. წინასწარი მონაცემებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ ქვეყნის გარეთ ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.