თურქული მხარე თანახმაა, გაითვალისწინოს ქართული მხარის რეკომენდაციები იშხნის რეაბილიტაციის პროცესში. რეაბილიტაციაში მონაწილეობის მისაღებად, 17 აპრილს თურქეთში ქართველი სპეციალისტების შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ანკარაში, კულტურის მინისტრის მოადგილის მარინე მიზანდარისა და თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მიადგილე ოზგურ ოზასლანის ოფიციალური შეხვედრის დროს მიიღეს.
მარინე მიზანდარი ანკარაში 12 აპრილს გაემგზავრა. მან შეხვედრები იშხნის რეაბილიტაციასთნ დაკავშირებით გამართა.
ქართული მხარე იშხანზე მიმდინარე სამუშაოებში ქართველი ექსპერტების ჩართვას ითხოვდა, რაც ამ დროისთვის, დაკმაყოფილებულია.