როზმარინის ეთეროვანი ზეთის ძლიერი სურნელი ეხმარება მეხსიერების გაუმჯობესებას. მეცნიერები დიდი ბრიტანეთიდან ამტკიცებენ, რომ როზმარინი გვეხმარება გავიხსენოთ დიდი ხნის წინ დავიწყებული მოვლენები და გვახსოვდეს ამოცანები, რომელიც უნდა შევასრულოთ (მაგალითად, აბების მიღება, მისალოცი ბარათების გაგაზავნა) იუწყება გამოცემა The Telegraph.
ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 66 ადამიანმა, ისინი 2 ჯგუფად დაყვეს და სხვადასხვა ოთახში მიიწვიეს. ერთ ოთახი სავსე იყო როზმარინით, შემდგომ მოხალისეებს შეთავაზეს შეესრულებინათ რამოდენიმე ტესტი მათი მეხსიერების "გასასინჯად".
შედეგმა აჩვენა,რომ ისინი ვინც შეისუნთქავდა როზმარინის სურნელს დავალებას გაცილებით უკეთ უმკლავდებოდა. ამ ადამიანებს ასევე აღენიშნებოდათ სისხლში 1,8-ცინეოლის მაღალი დონე (ნაერთი რომელიც შედის როზმარინის ზეთში) .
როგორც ადრე მეცნიერების მიერ იყო დამტკიცებული როზმარინი ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმის ქიმიურ სისტემაზე, რომელიც გავლენას ახდენს მეხსიერებაზე.