,,უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე, კოალიცია ,,ერთსულოვნების'' თავმჯდომარე მიხეილ ანდღულაძემ და თეოლოგმა და ექსპერტმა რელიგიის საკითხებში ლაშა ცაიშვილმა სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პარლმენტში წარდგენილ საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარისთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს.
O,,უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით:
,, ომბუდსმენი თავის მოხსენებაში იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ აზიზიის მეჩეთ-მუზეუმის მშენებლობას ისლამოფობებად და ანტითურქული ხედვის მქონეებად მოიხსენიებს. აზიზიე ითვლება ოსმალეთის იმპერიის სიმბოლოდ რომელიც საქართველოს დამპყრობელი იყო და მისი სახელობის ტაძრის მშენებლობას ადგილობრივი მუსლიმებიც ეწინააღმდეგებიან, რადგან ელახებათ ეროვნული ღირსება.
რაც შეეხება ,,ანტი-თურქულ გამოსვლებს", ეს იარლიყიც მიუღებელია, რადგან სწორედ ამ დღეებში გახდა ცნობილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, იმის შესახებ, რომ ისინი ძალადობის გარეშე აპირებენ ახალი ოსმალური იმპერიის აღდგენას; და რომ ბათუმი ადრე მათ ეკუთვნოდათ. Bომბუცმენის ლოგიკას რომ მივდიოთ საქართველოში ვინც რუსეთს ოკუპანტად მოიხსენებს რუსოფობი გამოდის სახალხო დამცველისთვის ისიც მიუღებელია რომ ადამიანთა გარკვეული ნაწილი ამ პროცესებს საქართველოს გარკვეული რაიონების ისლამიზაციად აღიქვამს. თუ გერმანიაში და შვეიცარიაში ხალხის მოთხოვნის საფუძველზე შეჩერდა მეშეთების მშენებლობა და ეს ფაქტები არავის შეურაცხავს არა დემოკრატიულ მოვლენად, მითუმეტეს აზიზიეს მეჩეთ-მუზეუმის აშენების გაპროტესტება (ცნობილ მიზეზთა კვალობაზე) რატომ უნდა ჩაითვალოს ისლამოფობიად.
გარდა ამისა სახლახო დამცველის ანგარიშში ხასგაზმულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებაზე _ მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის და არაფერს ამბობს იმაზე, რომ უცხო ძალები მიზანმიმართულად მუშაობდნენ მათ ურთიერთ წაქეზებაზე. ყოველივე კი გამოიწვია სოფელ წინწყაროში გარკვეულმა პირთა მიერ მართლმადიდებელთა სასაფლაოზე ჯვრების მოხსნამ და გადაყარამ.
ამ ვანდალურ ფაქტს ომბუცმენი ზერელედ მოიხსენიებს, ისე რომ მასში დანაშაულის ნიშნებს ვერ ამჩნევს და ფაქტს მართლმადიდებელთა მიერ მიუსლიმთა შეუწყნარებლობად აფასებს. ამასთან ის იზიარებს თავის წინამორბედთა ტენდენციურ დამოკიდებულებას საპატრიარქოს მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კურატორის როლთან დაკავშირებით, რომელთა აზრით მსგავსი პრაქტიკა რელიგიურ უმცირესობათა დისკრიმინაციას წარმოადგენდა და ამ პერიოდისათვის ეს პრობლემა აღმოფხვრილია. Uუნდა ითქვას რომ სწორედ ამგვარი დამოკიდებულებაა მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრიმინაცია და მას ამგვარი უფლება სწორედ რომ დიდი დარღვევების საფუძველზე ჩამოერთვა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიური პრაქტიკა მსოფლიოს მრავალ ტრადიციულ და დემოკრატიულ ქვეყანაში საკმაოდ კარგად არის აპრობირებული, რა დროსაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დომინანტი ეკლესიები კურირებენ სხვა კონფენსიათა სასულიერო პირების პატიმრებთან შესვლის საკითხს.
იგივე შეიძლება ითქვას საგადასახადო თემაზეც ქვეყნის დომინანტი ეკლესიები ამ მხრივაც გარკვეული პრივილეგიის მქონენი არიან აღარაფერს ვამბობთ ამგვარი ეკლესიების ისტორიულ როლსა და ისტორიულ სამართლიანობაზე.
სახალხო დამცველი თავის მოხსენებაში როდესაც საუბრობს ბოლშევიკების მიერ ქონებაჩამორთმეულ ეკლესიებზე, რისი დაბრუნების ვალდებულებაც გააჩნია სახელმწიფოს, კონფესიათა ჩამონათვალში არ ასახელებს მართლმადიდებელ ეკლესიას. Aარადა სწორედ მას მიადგა ყველაზე დიდი ზარალი და სახელმწიფოს დღემდე პირად სარგებლობაში აქვს მისი ქონება.
სახალხო დამცველი არ აფიქსირებს არცერთ ფაქტს მართლმადიდებელთა უფლებადარღვევის შესახებ, რომელთა რაოდენობა და სიმწვავე მნიშვნელოვნად აღემატება რელიგიურ უმცირესობათა უფლებადარღვევის შემთხვევებს.
სამწუხაროა, რომ საანგარიშო მოხსენების რელიგიური განყოფილება გამოირჩევა ტენდენციურობით, ფაქტების დამალვით და ორთოდოქსოფობიული გამოვლინებებით და მეტიც ვფიქრობთ, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ანგარიში, რომელმაც ჩვენ ქვეყანას მომავალში შეიძლება დიდი პრობლემები შეუქმნას.