მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ღირს დედა მარიამ მეგვიპტელს იხსენიებს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა შესრულდება.
წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 09:00 საათზე აღავლენს.
დღესასწაული გარდამავალია და ის ყოველთვის დიდი მარხვის მე-4 კვირას იხსენიება. საზეიმო ღვთისმსახურებაზე შესრულდება წმ. ბასილი დიდის ლიტურგია.
ხვალვე, ეკლესია ღირსი იოანე კლემაქსის, ღირსი იოანე შავთელისა და ევლოგი სალოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.
დიდი მარხვა წელს 18 მარტს დაიწყო და 5 მაისს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.