სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში, საპარლამენტო უმცირესობის, უმრავლესობის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საჯარო სამსახურიდან დათხოვნილ თანამშრომლებს ხვდებიან.
შეხვედრის მიმდინარეობისას, რომელიც უკვე ორი საათია გრძელდება, აღინიშნა, რომ 2013 წლის 1 მარტი მონაცემებით, საჯარო სამსახურიდან 5 000-მდე მოქალაქე დაითხოვეს.
შეხვედრას ასევე, შრომის ომბუდსმენი მუხრან ბურჭულაძე ესწრება.
როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრის მიზანი სამომავლო მიზნების, გეგმების და სტრატეგიის განვითარების პრეზენტაცია იყო.
მისი თქმით, სამსახურებიდან გათავისუფლებულ მოქალაქეებს სამართლებრივ დახმარებას და რეკომენდაციას გაუწევენ.
ამასთან, გათავისუფლებული მოქალაქეების განცხადებით, მათი დათხოვნა პოლიტიკური ნიშნით მოხდა.