14 აპრილს 13:00 საათზე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში დედაენის დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართება. ღონისძიება კინოცენტრ „აფხაზეთი"-სა და აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირის „მომავლის ხმა" ორგანიზებით ეწყობა.
დედაენის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის №2, №3 და თბილისის №104 საჯარო სკოლა, ასევე კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ქართველი და აფხაზი მოზარდები.