„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო" პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქართველოში" ფარგლებში „პოლიტიკური პარტიების ფინანსები 2012 წელს" ანგარიში გამოქვეყნა.
ანგარიშში გაანალიზებულია იმ ცხრა პოლიტიკური გაერთიანების წლიური ფინანსური დეკლარაციები, რომლებმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის ფარგლებში ხმების 1%-ზე მეტი მოაგროვეს.
კვლევის თანახმად, პოლიტიკური პარტიების შემოსავლები - 2012 წელს (აგვისტო-სექტემბრის გამოკლებით) საარჩევნო კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალმა ექვსმა პარტიამ საერთო ჯამში 4 მილიონ 607 ათასამდე ლარის შემოსავალი მიიღო; ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" - 13 მილიონ 434 ათასი ლარი; ,,ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" - 961 ათასი ლარი; ,,საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ" კი ¬- 337 ათასი ლარი.
პოლიტიკური პარტიები შემოსავლის უდიდეს ნაწილს სახელმწიფო დაფინანსებისა და შემოწირულებების სახით იღებდნენ.