დღეს, 12 აპრილს, ანკარაში საქართველოსა და თურქეთის კულტურის სმინისტროებს შორის იშხანთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება. საქართველოს დელეგაციას კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი ხელმძღვანელობს.
კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას განცხადებით, შეხვედრას თურქეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
"იმ ინფორმაციით, რასაც ჩვენ ვფლობთ რთული ვითარებაა იქ. ყოველ შემთხვევაში, ადგილზე ნახავენ", - განაცხადა ოდიშარიამ.
ქართული მხარე იშხანზე მიმდინარე სამუშაოებში ქართველი ექსპერტების ჩართვას ითხოვს.
ამჟამად, ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართული ისტორიული ძეგლის ტერიტორიაზე გარკვეული ტიპის გაწმენდითი სამუშაოები ისევ მიმდინარეობს.