ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ვირუსის გართულებული ფორმით 9 თვის ფეხმძიმეა მოთავსებული
არის თუ არა ეს H1N1, გამოკვლელები დაადგენს, იქამდე კი პაციენტს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ჩვილის მდგომარეობა სტაბილურია, დედის კი უკიდურესად მძიმე. ექიმების განცხადებით, მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნება, რის გამოც ხელოვნური სუნქთვის აპარატზეა მიერთებული.
24 წლის ქალი თბილისში აბაშიდან წუხელ გადმოიყვანეს.