ლონდონის აუქციონზე ჯინა ლოლობრიჯიდას საუველირო სამკაულები გამოიფინა.
ზურმუხტები და ბრილიანტები მსახიობის კოლექციიდან რამოდენიმე ასეულ ათას დოლარადაა შეფასებული.
მაგრამ მთავარი ლოტი უძველესი მარგალიტის საყურეებია. მათი სავარაუდო ღირებულება მილიონი დოლარია და მისი მფლობელის სიტყვებით იგი თავის დროს ჰასბურგის დინასტიას ეკუთვნოდა.
აუქციონიდან შემოსული თანხა სრულად ქველმოქმედებას მოხმარდება. მსახიობი დაეხმარება ცენტრს, რომელიც ღეროვან უჯრედებს სწავლობს.