შესაძლებელია მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან ამოღების საკითხი დადგეს. ამის შესახებ, "ICOMOS"-ს საქართველოს წარმომადგენლებმა "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში განაცხადეს და ხელისუფლებას და კულტურის სამინისტროს მცხეთის კულტურული ძეგლების შენარჩუნებისთვის მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.
,, იუნესკო საქართველოსგან ითხოვს შეჩერდეს მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის ირგვლივ მიმდინარე მშენებლობები, მანამ სანამ არ იქნება განხილული მისი საკითხი. 2013 წლის 16-27 ივნისს კამბოჯაში გაიმართება UNEშჩO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 37-ე სესია, სადაც მოხდება მცხეთის ისტორიული ძეგლების მიმდინარე მდგომარეობის შეფასება და მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 36-ე სესიაზე დამტკიცებული რეკომენდაციების შესრულების საკითხი. ამიტომაც თუ ამ მოკლე ვადაში არ გადაიდგა რამე ნაბიჯი იმ პრობლემები აღმოსაფხვრელად რაც 36-ე სესიაზე იქნა მიღებული 37-ე სესიაზე შეიძლება დადგეს მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ამოღების შესახებ. ჩვენი რეკომენდაციაა, გამოცხადდეს მორატორიუმი სამშენებლო საქმიანობაზე. მომზადდეს მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის ახალი პროექტი და გადაეგზავნოს ის იუნესკოს. ჩვენ გვესმის რა რთულია ეს და ამიტომაც მოუწოდებთ კულტურის სამინისტროს და მთავრობას აიღოს პასუხისმგებლობა და დაიწყოს იუნესკოს რეკომენდაციების შესრულება", - აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები