14 აპრილს, 14:00 საათზე, საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში საქართველოს სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით "სახელმწიფო ენა -ქვეყნის ღირსების საზომი" გაიმართება.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. კონფერენციის მიზანია ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის გაძლიერება და მასთან დაკავშირებით დღეს არსებული პრობლემატიკის წარმოჩენა.