თბილისის ისტორიის მუზეუმში ფოტოგამოფენა "იერუსალიმის წარსული და აწყმო" მიმდინარეობს. იერუსალიმი უნიკალურად კონტრასტული ქალაქია, რომელიც ეროვნებათა და კულტურათა მრავალფეროვნებით, სიძველისა და სიახლის სინთეზით გამოირჩევა.
გამოფენის ორგანიზატორია: თბილისის ისტორიის მუზეუმი, ისრაელის საელჩო საქართველოში, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი დიპლომატიის დეპარტამენტი. გამოფენა ისტორიის მუზეუმში 15 აპრილამდე გაგრძელდება.