12 აპრილს, 19:00 საათზე, სამეფო უბნის თეატრში "ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების" ინიციატივით სამეფო უბნის თეატრში პოეზიის საღამო გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სამი თაობის ქართველი პოეტები: ჯანსუღ ჩარკვიანი, ვახტანგ ჯავახიძე, ბესიკ ხარანაული, ლია სტურუა, ეთერ თათარაიძე, დავით ევგენიძე, ბიჭი ივანიშვილი, გიორგი არაბული, სანდრო ლორთქიფანიძე, ბაქი ლორთქიფანიძე, ოთო გურგენიშვილი და ზაზა ნოზაძე.
ღონისძიება მიზნად ისახავს ახლი და ძველი თაობის შემოქმედების წარმოჩენასა და შედევრების გახსენებას.
საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ დავით ევგენიძე და ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის სტუდენტები.
შემოსული თანხა გადაირიცხება გიორგი ყორღანაშვილის ანგარიშზე.
პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და სამეფო უბნის თეატრი.