კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი დღეს გამთენიისას, ანკარაში მიემგზავრება. როგორც კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ აღნიშნა, 12 აპრილს, ანკარაში სამინისტროების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგება. კერძოდ, იშხანთან დაკავშირებით, ოფიციალურ შეხვედრას მიზანდარი თურქ კოლეგასთან გამართავს.
მისი თქმით, შეხვედრას თურქეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც დაესწრებიან. "იმ ინფორმაციით, რასაც ჩვენ ვფლობთ რთული ვითარებაა იქ. ყოველ შემთხვევაში, ადგილზე ნახავენ", - განაცხადა ოდიშარიამ.
ქართული მხარე იშხანზე მიმდინარე სამუშაოებში ქართველი ექსპერტების ჩართვას ითხოვს.
ამჟამად, ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართული ისტორიული ძეგლის ტერიტორიაზე გარკვეული ტიპის გაწმენდითი სამუშაოები ისევ მიმდინარეობს.