დავით დარახველიძემ შვეიცარიის ელჩთან საქართველოში გიუნტერ ბეხლერთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრმა დიპლომატს სამინისტროში მიმდინარე სიახლეები გააცნო, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა, დევნილთა ძირითადი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოაწოდა და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრა ძირითადად დევნილი მოსახლეობის პრობლემების ეფექტურ მოგვარებას ეხებოდა. მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ აღნიშნა, სამინისტრო აპირებს და გეგმავს დევნილი მოსახლეობის ძირითადი საჭიროება - საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა 4 წლის განმავლობაში მოაგვაროს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ამბიციური გეგმის რეალიზებისთვის წელიწადში საჭიროა დაახლოებით 300 მილიონი ლარის კაპიტალიზაცია. დავით დარახველიძის თქმით, თბილისში უკვე გამოყოფილია 4 ჰექტარი მიწა სადაც დევნილებისთვის მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები აშენდება . საპროექტი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
ელჩი დაინტერესდა, რა პრინციპით მოხდება დევნილთა განსახლება, კერძოდ, წყალტუბოში მცხოვრებ დევნილებს ხომ არ მოუწევთ წყალტუბოს დატოვება. დავით დარახველიძემ აღნიშნა, რომ ჩვენ არ უნდა ვუკარნახოთ დევნილებს სად იცხოვრონ, მათ თავად უნდა გადაწყვიტონ, სად სურთ ცხოვრება. რაც შეეხება წყალტუბოს, მინისტრის თქმით, წყალტუბო არის დევნილთა განსახლების საერთო გეგმის ნაწილი.
მინისტრმა ელჩს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმებიც გააცნო, რომელიც სამინისტრომ დონორებთან და პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა. ასევე, ისაუბრა დევნილთა მიღებიის დღეებზე, რომელიც მინისტრის ინიციატივით დაწესდა. დავით დარახველიძემ გიუნტერ ბეხლერს დევნილთა მიღების ახალი ცენტრის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც დევნილთა სამინისტროში უნდა ამოქმედდეს და დევნილ მოსახლეობას ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება.
შვეიცარიელმა დიპლომატმა მინისტრს მადლობა გადაუხადა ამომწურავი ინფორმაციისთვის და აღნიშნა, რომ შთამბეჭდავია ის მიღწევები, რაც 5 თვეში განხორციელდა: „საკამოდ შთამბეჭდავია ყველა ის საქმიანობა, რომლის შესახებაც მინისტრმა მოგვახსენა. ეს შეეხებოდა განსახლების პროექტებს, დევნილთა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას და სხვა საკითხებს. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ თანამშრობლობა.
დავით დარახველიძის თქმით: „შვეიცარიის განვითარების სააგენტო ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი და მსხვილი დონორია. ყველწლიურად ის დევნილებისა და ეკომიგრანტების დასახმარებლად სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. მიმდინარე წელს იწყება 700 000 ფრანკის ღირებულების პროექტი ეკომიგრანტებისთვის. ასევე დაგეგმილია დასავლეთ საქართველოში კერძო სახლების მშენებლობა დევნილებისთვის. შევთანხმდით, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძლდება და გაღრმავდება."