შსს-ს საინფორმაციო - ანალიტიკურმა დეპარტამენტმა რეგისტრირებული დანაშაულის ერთიანი კვარტალური ანგარიში და ახალი მეთოდოლოგია წარადგინა, რომელსაც სამინისტრო 2013 წლის იანვრის თვიდან იყენებს. საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლის სოფო ძულიაშვილის თქმით, დანაშაულის სტატისტიკის ახალი მეთოდოლოგია თანამედროვე, ევროპული სტანდარეტების მიხედვით შემუშავებული მოდელია.
სოფო ძულიაშვილმა შეხვედრაზე ძველი და ახალი მეთოდოლოგიის განსხვავებებზე ისაუბრა, მისი ინფორმაციით, წარმოებით შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმეები მიუხედავად შეწყვეტის საფუძვლისა, სტატისტიკურ მონაცემებში 2013 წლამდე არ აისახებოდა. იმავე პერიოდისთვის საქმის გახსნილად გამოცხადების ერთადერთ საფუძველს ბრალის წარდგენის შესახებ დადგენილება წარმოადგენდა. თუმცაღა, ვინაიდან 2013 წლამდე მოქმედ სააღრიცხვო სისტემას არ გააჩნდა ბრალის კომპონენტის გარეშე საქმის გახსნილად ჩათვლის მექანიზმი, რათა არ მომხდარიყო გაუხსენლი საქმეების რიცხვის გაუმართლებელი გაზრდა, ასეთი დანაშაულებები საერთოდ არ აისახებოდა.
უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში საზოგადოებრივი უშიშროებისა და უსაფრთხოების მაღალი დონე მთლიანობაში შენარჩუნებულია, ხოლო კრიმინოგენური ვითარება 2010 წელს არსებული ვითარების თანაზომადია და ხარისხობრივად აღემატება 2009 და ადრეული წლების მგდომარეობას. წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით გაზრდილია დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი: მარტისათვის 21, 9-დან - 25, 53 % -მდე ხოლო იანვარ- მარტის პერიოდისათვის კი 28, 8- დან - 32, 75 % -მდე. მათივე ინფორმაციით, კრიმინალური ელემენტების გააქტიურების ტენდენცია შეინიშნება ბოლო 2 წლის განმავლპობაში 2011 წლის იანვართან შედარებით, 2012 წლის იანვარში დანაშაულის საერთო რაოდენობა 10, 6 %-ით, თებერვლის თვეების შედარებისას 19,5%-ით 2012-2011 წლების მარტის თვეებში 4,7 %-ით ხოლო იანვარ- მარტში 20,2%-ით გაიზარდა.