„ნიუ ჰოსპიტალს"-ში დაინერგა ცხვირის ფუნქციურ-დიაგნოსტიკური კვლევის უახლესი მეთოდიკა და ყელ-ყირ-ცხვირის დაავადებათა ქირურგიული მკურნალობა ივოლვის ინოვაციური დიოდის გერმანული ლაზერით.
ეს მეთოდიკა ქართველი ექიმებისთვის სიახლეს წარმოადგენს, ამიტომ „ნიუ ჰოსპიტალსის" ორგანიზებით 6 -12 აპრილის ჩათვლით სპეციალურად მოწვეული გერმანელი პროფესორი გიუნტერ მლინსკი ატარებს ფუნქციონალურ-ესთეტიკური რინოქირურგიის კურსს და გამართავს საჩვენებელ ოპერაციებს. კურსს ესწრებიან ექიმები არამარტო საქართველოდან არამედ მეზობელი ქვეყნებიდან, რომლებსა პროფესორი მლინსკი გააცნობს აღნიშნული მეთოდის უპირატესობებს.
ოპერაციის მიმდინარეობას ქართველი და უცხოელი ექიმები პირდაპირ ინტერაქტიულ რეჟიმში საკონფერენციო დარბაზიდან ადევნებენ თვალს და საშუალება აქვთ უშაულოდ ოპერაციის მსვლელობისას დასვან კონკრეტული კითხვები და დეტალურად განიხილონ ოპერაციის მეთოდიკის დეტალები.
ოპერაციები უტარდებათ პაციენტებს, რომელთაც უკვე აქვთ ჩატარებული ქირურგიული ჩარევა, მაგრამ პრობლემა ისევ დარჩათ, ასევე პაციენტებს, რომელთაც აქამდე უარს ეუბნებოდნენ ქირურგიულ ჩარევაზე პრობლემის სირთულის გამო.
პროფესორი გუნტერ მლინსკი ამ კვირის განმავლობაში მართავს კონსულტაციებს ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების მქონე პაციენტებისთვის.
პროფესორი გუნტერ მლინსკი 1973 წლიდან მუშაობს ოტო-რინო-ლარინგოლოგიის სფეროში. იგი ერთ-ერთი წარმატებული და ცნობილი ოტო-რინო-ლარინგოლოგია არამარტო ევროპაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 1987 - 2005წწ. პროფესორი გახლდათ Ernst-Moritz-Arndt-ის უნივერსიტეტის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკის მთავარ ექიმი, ხოლო 2005 წლიდან დღემდე იგი უძღვება საოპერაციო კურსებს ფუნქციურ-ესთეტიკური რინოქირურგიასა და ენდონაზალურ ქირურგიაში გერმანიის ოტო-რინო-ლარინგოლოგთა ასოციაციის ეგიდით.
მასალის გამოყენების პირობები