საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თურქი ბიზნესმენი „ნუროლ ჰოლდინგის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნურეთინ ჩარმიკლი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
პრეზიდენტის ადმინისრაცის ინფორმაციით, მიმართვისას, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ის ღვაწლი, რომელიც ნურეთინ ჩარმიკლისა და მის კომპანიას თურქეთსა და საქართველოში მნიშვნელოვანი იფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით მიუძღვის.
მისი განცხადებით, სწორედ ამ ადამიანის დამსახურებაა ის, რომ ბათუმის აღმშნებლობას ჩაეყარა საფუძველი, რადგან სწორედ მან ირწმუნა პირველმა, რომ ამ ქალაქში შესაძლებელი იყო მსოფლიო დონის პროექტების განხორციელება და მსგავსი მშენებლობების დაწყება.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს ადამიანი არის საქართველოს საუკეთესო მეგობარი და ხიდი ორი ქვეყნას შორის. თავის მხრივ, ნურეთინ ჩარმიკლიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს პირველ პირს ჯილდოსთვის და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება
მასალის გამოყენების პირობები