,,რეჟიმის გასამართლების" მოთხოვნით'' 14 აპრილს დაგეგმილი აქცია გადაიდო და ის სპორტის სასახლის ნაცვლად ერთ-ერთ სტადიონზე 21 აპრილს გაიმართება. როგორც ჟურნალისტებთან აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ განაცხადა აქციაში მონაწილეთა რაოდენობას სპორტის სასახლე ვერ დაიტევდა.
,,აღმოჩნდა, რომ სპორტის სასახლე ვერ დაიტევს იმ ადამიანებს ვისაც სურვილი აქვს, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღოს. Aამიტომ გადავწყვიტეთ ღონისძიება უფრო დიდი სივრცეში იყოს გადატანილი, სავარაუდოდ ლოკომოტივის სტადიონზე", _განაცხადა კაკაბაძემ და აღნიშნა, რომ ღონისძიება ,,ნაციონალების" მიერ დაგეგმილი მანიფესტაციის შემდეგ გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ,,რეჟიმის გასამართლების" მოთხოვნით'' 14 აპრილს აქცია სპორტის სასახლეში უნდა გამართულიყო.
.