"დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
ბურჯანაძე 9 აპრილის მემორიალთან თანაგუნდელებთან ერთად მოვიდა და 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. როგორც ჟურნალისტებთან ბურჯანაძემ განაცხადა ცხრა აპრილს ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა შეუძლია.
"მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ერთიანობისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ღირსების აღდგენისთვის გაგრძელდეს. 26 მაისი, ისევე როგორც 9 აპრილი იყო ნიმუში იმისა, რომ ადამიანების მცირე ჯგუფს შეუძლია დანარჩენ საქართველოს დაანახოს, რომ იბრძვის იმისთვის, რომ მისი სამშობლო იყოს უკეთესი", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.