ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო უდიდეს სინანულს გამოხატავს აფხაზეთის იმ ქვეყნების ნუსხიდან ამოღების გამო, რომლებიც მიმდინარე წელს ანკარაში საერთაშორისო საბავშვო ფესტივალზე არიან მიწვეული. აფხაზეთი ამ ფესტივალზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს რანგში იყო მიწვეული.
ფესტივალი 23 აპრილს უნდა გაიმართოს.
"აფხაზეთში დიდად აფასებენ ისტორიულ და კულტურულ კავშირების თურქეთის რესპუბლიკასთან, თუმცა საქართველოს ძალისხმევის გამო პოლიტიზირება მოეხდინა ამ ღონისძიებისა, აფხაზური საბავშვო კოლექტივი ამოღებული იქნა მონაწილეთა ნუსხიდან, თუმცა ადრე მათი მონაწილეობა ფესტივიალის ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე დაფიქსირებული იყო", _ ნათქვამია სეპარატისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლებაც არ ერიდება არც ერთ მეთოდს და იყენებს ნებისმიერ საშუალებას "იმისათვის, რომ აფხაზი ხალხის იზოლაცია მოახდინოს გარესამყაროსგან".