9 აპრილის მემორიალთან დღეს დილიდან ხალხმრავლობა იყო, 1989 წელს საქართველოში განვითარებული ცნობილი მოვლენებიდან 24 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით 9 აპრილის მემორიალთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოსა და უმაღლესი საბჭოს წევრები, აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლები, ტრაგედიის უშუალო მონაწილეები და სტუდენტები შეიკრიბნენ, რომლებმაც მემორიალური ქვა ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
1989 წლის 9 აპრილს თბილისში ეროვნული მოძრაობის მიერ ორგანიზებული დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ დაარბია. შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა. ათასობით მოქალაქე კი დასახიჩრდა და მოიწამლა.