,,ვისურვებდი, ტრაგედიების გარეშე ჩვენი ერი ისეთი ერთსულოვანი იყოს, როგორც 9 აპრილს იყო", -განაცხადა ჟურნალისტებთან თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ცხრა აპრილის კომენტირებისას.
,,ეს არის დღე როდესაც პატივს მივაგებთ იმ გმირებს ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავი გაწირეს. ჩემთვის ეს დღე არის დიდი ერთსულოვნების დღე ქართველი ერის და ვისურვებდი, რომ ტრაგედიების გარეშე ჩვენი ერი ისეთი ერთსულოვანი იყოს, როგორც 9 აპრილს იყო", _განაცხადა ჟურნალისტებთან ალასანიამ, რომელმაც ცხრა აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო.