თბილისში, წერეთლის გამზირზე გვიან ღამით ახალგაზრდა დაჭრეს. შელაპარაკების შედეგად დაჭრილ ახალგაზრდას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ჩხუბის მიზეზე ამ ეტაპზე უცნობია. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში ახლობლებმა გადაიყვანეს. მას ჭრილობა სავარაუდოდ, დანით გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
"პაციენტი შემოვიდა გულ-მკერდის წინა ზედაპირზე მკერდის ძვლის მიდამოში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობით. მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის. მოყვანილ იქნა სასწრაფო წესით საოპერაციო. გაეკთდა ჭრილობის რევიზია", - განაცხადა ექიმმა გია ლურსმანაშვილმა.
მისივე თქმით, პაციენტს ამ ეტაპზე, შესაბამი მკურნალობა უტარდება.