აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს დილით სარკინიგზო ავარია მოხდა. საწვავით დატვირთული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, რასაც ოთხი ვაგონის გადატრიალება მოჰყვა.
შედეგად, დიზელის საწვავი დაიღვარა, რაც ისევ იღვრება. ადგილზე კვლავ რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.
ადგილზე ასევე, მუშაობს ტექნიკა, რათა საწვავმა მოსახლეობას პრობლემები არ შეუქმნას.
"გადატრიალდა 4 ერთეული ვაგონი, რომელიც იყო დატვირთული დიზელით მთლიანად. დაახლოებით, 240 ტონა. ამ წუთებში დიზელი მთლიანად იღვრება და არის საშიშროება, რომ მოსახლეობისკენ წასულიყო, მაგრამ ამ წუთებში უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ ლოკალიზაცია გაკეთებულია ამ საწვავის. ვინაიდან, უკვე ტრაქტორებიც მოსულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აფეთქების ან რაიმე მსგავსი საფრთე წარმოიშვა, სამსახური ამისთვის მზადაა.
ამასთან, ვაგონის გადატრიალების მიზეზი უცნობია. შემთხვევის შედაგად არავინ დაშავებულა.