გიორგი ოვაშვილის პროექტმა "სიმინდის კუნძული" გერმანიის ქ. დრეზდენში ევროპის საბჭოს კინოს განვითარების ფონდის "ევრიმაჟის" მართველი საბჭოს წევრებისგან 200 000 ევროს ოდენობით ფინანსური მხარდაჭერა მიიღო.
"ევრიმაჟის" მართველი საბჭოს 129-ე სხდომაზე საბჭოს წევრებმა 25 კინოპროექტი დააფინანსეს, მათ შორის საერთაშორისო კოპროდუქცია "სიმიდნის კუნძული" (საქსართველო, საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი)-რეჟიოსრი გიორგი ოვაშვილი.
"სიმინდის კუნძული" ფსიქოლოგიური დრამაა. ფილმში მოქმედება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ბუნებრივ საზვარზე-მდინარე ენგურზე ვითარდება. მდინარეში წყალდიდობის დროს წარმოქმნილ კუნძულზე მოხუც გლეხს სიმინდი მოჰყავს. მოგვიანებით კუნძულზე ქართველი მესაზღვრე ჩნდება, რომელიც მოხუცის და მისი 16 წლის შვილიშვილი გოგონას ერთი შეხედვით იდეალურ ცხოვრებას არღვევს.