საქართველოს მასშტაბით წვიმა და ქარია მოსალოდნელი. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევის ცენტრის მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის ხელმძღვანელმა სვეტა ნიორაძემ განაცხადა არამდგრადი ამინდი 10 აპრილამდე შენარჩუნდება და ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა.
,,8 აპრილიდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ველოდებით შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების შემოსვლას. Aამიტომ საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი 28-30 მ/წმ-ში, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში", - განაცხადა სვეტა ნიორაძემ და აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში მოსალოდნელი სეტყვა.
,,9 აპრილს ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში დღის ტემპერატურა 11-16 გრადუსამდე შენარჩუნდება, იგივე ტემპერატურაა მოსალოდნელი ღამითაც. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს ღამით მოსალოდნელია 9-11 გრადუსი სითბო, ხოლო დღე ჰაერი 18-23 გრადუსამდე გათბება", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სვეტა ნიორაძემ.