მიმდინარე წელს საქართველოში შიდსის ვირუსის 101 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ვებ-გვერდზე 2013 წლის 4 აპრილის მონაცემებია მოყვანილი.
საქართველოში აღნიშნული მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში შიდსის ვირუსის 3 742 შემთხვევაა რეგისტრირებული.
რეგისტრირებულთა შორის 2 749 მამაკაცი და 993 ქალია. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 2 404 პაციენტს, 820 კი გარდაიცვალა.
აივ- მკურნალობაზე 1513 პაციენტია, მათგან 39 ბავშვია.
აივ ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 6000-ს უტოლდება. ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, უკვე საკმაოდ სოლიდური რიცხვია.
საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოვლინდა.