პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მართლმადიდებელ მრევლს ხარების დღესასწაულს ულოცავს. როგორც პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ მილოცვის განცხადებაშია აღნიშნული ,,7 აპრილს მართლმადიდებელი ქრისტიანები ხარების დღესასწაულს აღნიშნავენ. ამ დღეს ეხარა მთელ კაცობრიობას, რომ ამიერიდან სამყაროს მხსნელი მოევლინებოდა. ხარება ჭეშმარიტი სიხარულის დღეა. სიხარული არ მოკლებოდეთ თქვენს ოჯახებს.ხარებას გილოცავთ ყველას!", _ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები