ტელეკომპანია ,,მაესტროსთან" სამი ადამიანი შიმშილობს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ერთ-ერთმა მოშიმშილემ, ,,სარეფერენდუმო ჯგუფის" ხელმძღვანელმა გიორგი ყორღანაშვილმა განცხადა ისინი ,,მაესტროსგან" საეთერო დორის გამოყოფას ითხოვენ.
",,მაესტროს" ეზოში უზნეობის წინააღმდეგ ვშიმშილობთ. ,,სარეფერენდუმო ჯგუფმა" სახალხო დამცველის არჩევითობა მოვითხოვეთ. ,,მაესტრომ" ამ თემაზე სიუჟეტი გააკეთა და თქვა, რომ მოწინავე პოლიტიკოსები სახალხო დამცველის არჩევითობას მხარს არ უჭერენ. მოწინავე პოლიტიკოსებად კი გამოიყვანა გიგი წერეთელი, შადიმან თარგამაძე და გვაგინეს, გვლანძღეს. მოგვთხარეს რა დროს ამ საკითხზე ფულის დახარჯვის დროაო", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ყორღანაშვილმა და აღნიშნა, რომ შიმშილობის შეწყვეტას იქამდე არ აპირებენ სანამ ამ საკითხის გაშუქებისთვის ,,მაესტრო" ეთერს არ გამოყოფს.
,,ჩემი ჯგუფის ერთი კაცი მაინც გაიყვანონ ეთერში და მოუყვანონ ერთ-ერთი ,,მოწინავე" პოლიტიკოსი და ასაუბრონ ამ თემაზე", _განაცხადა გიორგი ყორღანაშვილმა.