8-11 აპრილს ნორვეგიაში, ქალაქ ოსლოში შრომის
საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპის მე-9 რეგიონულ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოც მიიღებს.
როგორც პრემიერ-მინისტრის ბრძანებულებაშია განმარტებული, ოსლოში გასამგზავრებელი ქართულ დელეგაციის შემადგენლობაში შევლენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე კააბერ საკანდელიძე, დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მიშა კორძახია და პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.
ბრძანებულებაში ასევე აღნიშნულია, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის კახაბერ საკანდელიძისათვის მივლინების ხარჯები ანაზღაურდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონული შეხვედრის წესების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ მიშა კორძახიას მგზავრობისა და საცხოვრებელი ხარჯები ანაზღაურდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თითოეულისათვის არაუმეტეს 2 000 ლარის ფარგლებში.