სავაჭრო ცენტრ "საბას" მოვაჭრეებმა დღეს მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობისგან, კერძოდ კი, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისგან დახმარებას და ზარალის ანაზრაურებას მოითხოვენ.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, გამოზიება, რომელიც აღნიშნილ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს ხელოვნურადაა გაწელილი და დამნაშავის გამოვლენა სპეციალურად არ ხდება.
დაზარალებულები საგამოძებო ორგანოებს მოუწოდებენ, დროულად მოხდეს ფაქტის გამოძიება და დადგინდეს დამნაშავის ვინაობა.
კანცელარიასთან შეკრებილები არც იმას გამორიცხავენ, რომ ხანძარი სავაჭრო ცენტრთან მიზანმიმართულად გააჩინეს.
სავაჭრო ცენტრ "საბას" ცეცხლი 26 თებერვალს გაუჩნდა. დაიწვა დაახლოვებით 5000 კვ.მ, სადაც მთლიან პერიმეტრზე განლაგებული იყო ავეჯის მაღაზიები.