2013 წლის ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენლები მე-15 ნომრად იმღერებენ. სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი სიმღერით "Waterfall" ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 16 მაისს გამოვლენ.
ევროვიზიის კონკურსების მართველმა ორგანომ, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა კონკურსის პირობებში ცვლილებები შეიტანეს. ცვლილებების თანახმად, წელს ევროვიზიის კონკურსანტების სცენაზე გამოსვლის რიგითობა შოუს პროდიუსერებმა განსაზღვრეს. 2013 წლამდე ევროვიზიის კონკურსანტების სცენაზე გამოსვლლის თანმიმდევრობა, დელეგაციების ხელმძღვანელების შეხვედრისას, კენჭისყრის შედეგად ირკვეოდა.
ევროვიზიის სიმღერის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადავლენ მასპინძელი ქვეყნის- შვედეთის და "დიდი ხუთეულის" გერმანიის, დიდიი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, წარმომადგფენლები. დანარჩენი ფინალისტების ვინაობა ნახევარფინალების შედეგად გამოვლინდება.
რიგით 58-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალებსა და ფინალს შევედეთის ქალაქი მალმე 14, 16 და 18 მაისს უმასპინძლებს.