დღეს, 4 აპრილს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეონიდ აგუტინი და ანჟელიკა ვარუმი კონცერტს გამართავენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კონცერტის ორგანიზატორმა დავით ოქიტაშვილმა განუცხადა, მომღერლები კონცერტზე ორსაათიანი პროგრამით წარსდგებიან.
"ვიმღერებთ იქამდე სანამ მაყურებელს არ მობეზრდება ჩვენი სიმღერები. მათ ძალიან ისეთი განწყობა აქვთ ქართველი ხალხის და მსმენელის მიმართ. დარბაზის მიხედვით, რაც მსმენელს დააინტერესებს იმას ვიმღერებთო."
ვარუმი თავის ბენდთან და მეუღლესთან ერთად წარსდგება მაყურებლის წინაშე ცოცხალი შესრულებით- განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.