"ლიბერთი ბანკი" გაცნობებთ, რომ მობილური ოპერატორების ბალანსის შევსება ჩვენთან კვლავაც უფასოა. მომხმარებლებს აღნიშნული მომსახურების მიღება შემდეგი არხების მეშვეობით შეუძლიათ:
200-ზე მეტ ფილიალსა და სერვის ცენტრში, რომლებიც ყოველთვიურად ერთ მილიონზე მეტ კლიენტს ემსახურება.
გაიგეთ მეტი .
100-ზე მეტ „ლიბერთი ექსპრესის" მობილურ სერვის ცენტრში. გაიგეთ მეტი.
ინტერნეტ ბანკის მეშვეობით.
გაიგეთ მეტი
სმარტივი და სხვა PAY ბარათებისა და eMoney ელექტრონული საფულის მფლობელებისთვის ვებ გვერდით S
martivi.ge ან სმარტივი მობილური აპლიკაციით iPhone და Android მობილური ტელეფონებიდან.
გაიგეთ მეტი
მაგთის, ბანის, და ბალის აბონენტებისთვის SmartPay მობილური აპლიკაციით ნებისმიერი მობილური ტელეფონიდან.
გაიგეთ მეტი
„ლიბერთი ბანკის" 300-ზე მეტ ბანკომატში.
გაიგეთ მეტი
ასევე შეგახსენებთ, რომ 2010 წლის ოქტომბრიდან, ლიბერთი ბანკის თბილისში განლაგებულ 25 სერვის ცენტრში, მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების გადახდა საკომისიოს გარეშე არის შესაძლებელი. აღნიშნულ სერვის ცენტრებში ბოლო ორ-ნახევარი წლის მანძილზე 9 მილიონზე მეტი გადახდა განხორციელდა.
ლიბერთი ბანკის სხვადასხვა არხებით ყოველთვე 1 მილიონზე მეტი კომუნალური და სხვა გადახდა ხორციელდება, აქედან 15% მობილური ოპერატორების ბალანსის შევსებაზე მოდის.