მთავრობა საგადასახადო განაკვეთების შემცირებას არ აპირებს. როგორც დღეს ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განმარტა, საგადასახადო განაკვეთების შემცირება არ იგეგმება, მაგრამ ადმინისტრირების გამარტივების კუთხით მუშაობა მიმდინარეობს.
"საგადასახადო განაკვეთების შემცირება არ იგეგმება, იმიტომ რომ საგადასახადო განაკვეთების შემცირება გულისხმობს ბიუჯეტის შემოსავლების შემცირებას, ბიუჯეტი კი უკვე დაგეგმილია, ამიტომ - არა. რაც შეეხება ადმინისტრირების თვალსაზრისით, პროცედურების გაუმჯობესებას, პროცედურების სრულყოფას, ის რომ გადამხდელისთვის უფრო გასაგები იყოს საგადასახედო კანონმდებლობა, ამაზე ყოველდღიურად ვმუშაობთ. ვფიქრობთ, ძალიან მალე ჩავატარებთ პრეზენტაციას ექსპერტებისა და ჟურნალისტებისთვის, იმ საკითხებზე რომელზეც ვმუშაობთ", - განაცხადა ნოდარ ხადურმა