თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საზმეზე მიმდინარე პროცესიდან თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელი თეა თუთბერიძე გააძევეს.
მანდატურებმა თუთბერიძე დარბაზიდან ძალით გაიყვანეს. მას პროცესი ხმაურის გამო დაატოვებინეს.
თეა თუთბერიძე მანდატურებს სასამართლო დარბაზში ბაჩო ახალაიას ერთ-ერთი მხარდამჭერის შეშვებას სთხოვდა. სავარაუდოდ, პირი პროცესზე იმის გამო არ დაუშვეს, რომ წინა სასამართლოზე მას პროცესი ხმაურის გამო დაატოვებინეს.
ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებული პირების სასამართლო სხდომა დღეს განახლდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და მასთან ერთად ბრალდებულ შვიდ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ედებათ ბრალი.