3 აპრილს 17:00 საათზე, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სხდომათა დარბაზში გაიმართება აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2014 წლის პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა.
შეხვედრას გაუძღვება აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე.
შეხვედრაზე მოწვეული არიან აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრის თემა: აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მოსახლეობისათვის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა, დასაქმების ხელშეწყობა, ავადობის პრევენციის უზრუნველყოფა და შემდგომი განვითარების მიმართულებების დაგეგმვა.
შეხვედრის მიზანი: ჯანმრთელობისა და სოციალურ სფეროში არსებული პრობლემების საჯარო განხილვა და მათი გადაჭრის გზების შემუშავების მიზნით სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების 2014 წლისათვის პროგრამების, ქვეპროგრამებისა და ღონისძიებების მოსამზადებელ ეტაპზე საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა.
შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაიმართება.