თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. "ტელასის" ინფორმაციით, 3 აპრილს 11 საათიდან 15 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების, წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), იმედაძის და უჩანეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს. 10-დან 18 საათამდე მთაწმინდის რაიონის ნაწილს. შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), სულხან-საბას, ინგოროყვას და ლეონიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. ხოლო 10-დან 16 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება: ზემო ვაკის და რჩეულიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
10-დან 18 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს. შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ერწოს, ჭყონდიდელის და ზესტაფონის ქუჩების მაცხოვრებლებს. ხოლო 11-დან 16 საათამდე - დაისის, ღრმაღელის, გვაზაურის, ქსოვრელის, ქართლის და კნოლევის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10-დან 15 საათამდე ჩუღურეთის რაიონის ნაწილს. შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ) და კვინიტაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
10-დან 16 საათამდე დიდუბის რაიონის ნაწილს. შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), კიევის და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებს.
11-დან 15 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს. ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს. აგრეთვე 11-დან 17 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ანტონოვსკაიას, თამარაშვილის, ცინცაძის და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს. ხოლო 12-დან 14 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება - აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის მაცხოვრებლებს.
10-დან 14 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს. შეზღუდვა შეეხება: ბაბუციძის, ოცხელის და ქინძმარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს. ხოლო 11-დან 13 საათამდე - აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
10-დან 17 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს. შეზღუდვა შეეხება : ვაზისუბნის დასახლების I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ჩოლოყაშვილის (ნაწილობრივ), მანავის და ლერწმის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება