სახალხო დამცველის უჩა ნანუშვილის განცხადებით, გასულ წელს სასჯელაღსრულების სისტემაში 67 პატიმარი გარდაიცვალა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.როგორც მან აღნიშნა, გარდაცვლილ პატიმართა საშულაო ასაკი 44 წელია. მისი თქმით, გარდაცვალების დიდი ნაწილი ციხის სკანდალამდეა დაფიქსირებული.
"გასული წლების განმავლობაში, გარდაცვალებულთა რაოდენობა ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სერიოზული პრობლემა სასჯელაღსრულების სისტემაში. პატიმართა რაოდენობის მხრივ საქართველო გასულ წელს იყო ერთ-ერთ პირველ ადგილზე მსოფლიოში. გასული წლის მარტიდან მიმდინარე წლის მარტამდე, პატიმართა რაოდენობა შემცირდა დაახლოებით 12 000 ათასი პატიმრით", - განაცხადა ნანუაშვილმა.
მისივე თქმთ, სახალხო დამცველის აპარატი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის შეცვლას უფრო ლიბერალური სისხლის სამართლის მართლმსაჯულებით მიესალმება, რაც აუცილებალდ უნდა გაგრძელდეს.
"ასევე მოვითხოვთ, შეიცვალოს ის პრონციპი, რომელიც გულისხმობს შეკრებითობის პრინციპის გაუქმებას, რაც წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავ მიგვიყვანს ისიგე ჩაკეტილ პრობლემამდე. იგივე პოლიტიკის დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ მოხდება და აივსება სასჯელაღსრულების დაწესებულებები", - აღნიშნა ომბუდსმენმა.
მისივე განცხადებით, პარლამენტმა შესაბამისი კანონი მიიღო, რომელზეც სახალხო დამცველის ანგარიშშია საუბარი.
"ჩვენ მივესალმებით ამნისტიას, ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, თუმცა ასევე, ვთავაზობთ პარლამენტს და ფართო საზოგადოებას, რომ გადაწყვიტოს საკითხი ამ პირთა რეაბილიტაციის შესახებ",- განმარტა ომბუდსმენმა.
სახალხო დამცველის ანგარიში პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი მოხსენებას საგაზაფხულო სესიაზე მოისმენს.