2 და 3 აპრილს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლის "პირველი სიყვარული" პრემიერა გაიმართება.
სემუელ ბეკეტის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟიოსრმა ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ დადგა.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ლევან ბერიკაშვილი, ზვიად პაპუაშვილი და ქეთი ხიტირი.
სპექტაკლში ღვთის მიერ ბოძებული მშობლიური სახლიდან გამოძევებული ადამიანი წვალობს, შრომობს, აქეთ-იქით აწყდება. ამდენი სატანჯველისგან ცხოვრება ერთ დიდ ტკივილად ექცა, ზოგჯერ კიდეც მოსწონს წამებულის მანტია. მაგრამ მაინც გამუდმებით ეძებს უკან დასაბრუნებელ ბილიკს, თუმცა შეუძლებელია ედემის ბაღში დაბრუნდეს იგი, ვინც დაკარგა უმთავრესი - პირველი სიყვარული.
მასალის გამოყენების პირობები