ავღანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქალაქ ღაზნიში ადგილობრივ პოლიციელებსა და თალიბებს შორის გამართული ბრძოლის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა. ამას გარდა, დაჭრილია კიდევ რვა ბავშვი.
მთავრობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ბავშვები ნატოს საჰაერო ავიაციის მიერ მიტანილი იერიშის შედეგა დაიღუპნენ.
პოლიციის ოფიცრის განცხადებით, ნატოს ვერტმფრენი პოლიციის პატრულის შველას ცდილობდა, როდესაც მათ თალიბები დაესხნენ თავს.
ბრძოლის დროს მოკლულია ექვსი თალიბი.