საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოჯახთან ერთად, ეგვიპტეში იმყოფება - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტი დასასვენებლად ეგვიპტეში გაემგზავრა და საქართველოში დღეს დაბრუნდება.
27 მარტს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ოჯახთან ერთად დასასვენებლად გაემგზავრა და ის თბილისში სამ დღეში დაბრუნდებოდა.