4 და 5 აპრილს, 19:45 საათზე, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე სპექტაკლის "ფსიქოზი 4.48"-ს პრემიერა გაიმართება.
სარა კეინის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა კიტა როყვამ დადგა. სპექტაკლში გამოყენებულია ფრაგმენტები ბრაიან ენოს, მარკუს მილერის, ჰაროლდ ბადისა და ნინა სიმონეს მუსიკალური ნაწარმოებებიდან.
სპექტაკლში მონაწილეობს მსახიობი ბესო ზანგური.
სპექტაკლში მთავარი გმირის დეპრესიის მიზეზი გაორებაა. უიმედოდ სასოწარკვეთილია. ესაუბრება საკუთარ თავს, რომელიც ვერ "შეიცნო". უყვარს მკურნალი ექიმი, მაგრამ ეს გრძნობაც მისი ფანტაზიის ნაყოფია. საყვედურობს ღმერთს, რომელმაც, მისი აზრით, ზურგი აქცია, ისევე, როგორც ყველა სხვამ. გამოგონილი "სიყვარულით" ცდილობს ცხოვრებას აზრი შესძინოს და თავიდან აიცილოს თვითმკვლელობა. ეშინია, რადგან შესაძლოა, სიკვდილის შემდეგაც არ დასრულდეს მისი ტანჯვა.
მასალის გამოყენების პირობები