თბილისის სასწრაფო სამედიცინო სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ პოსტზე კახა ჩიხრაძე შალვა ბრაჭულმა შეცვალა. ახალი ხელმძღვანელი დღეს მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ წარადგინა.
,,თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახური მიუხედავად იმისა, რომ პრობლემებით მუშაობს გამოძახებასთან დაკავშირებით, რადგან გამოძახებები ბევრია, 1700-1800, მაინც არის მშვიდი მდგომარეობა. საბჭოს წარვუდგინეთ ახალი დირექტორი, რომელიც თბილის მთავრობამ სამშაბათს დაამტკიცა_შალვა ბრაჭული", -განაცხადა მამუკა ქაცარავამ და აღნიშნა, რომ შალვა ბრაჭულს სამედიცინო და იურიდიული განათლება აქვს.