31 მარტს, 18:00 საათზე, გალერეა "ბაიაში" კოტე სულაბერიძის გამოფენა "გზაჯვარედინის შემდეგ" გაიხსნება. ექსპოზიციაზე სოთბის სააუქციონო სახლის გამოფენა "გზაჯვარედინზე" მონაწილე მხატვრის კოტე სულაბერიძის ექვსი ფერწერული ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.
გამოფენის პარალელურად გაიმართება ბუკლეტის პრეზენტაცია.
გამოფენა გალერეა "ბაიაში" 8 აპრილამდე გაგრძელდება.